Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტის თეატრი საუკუნოვანი ისტორიით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ბიბლიოთეკარი“ სტუდენტებისა და „ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი“-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას “საუკუნის თეატრი” უმასპინძლა.

ღონისძიება უნივერსიტეტის თეატრის საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა. მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იყო საგამოფენო მასალა, რომელიც თსუ მუზეუმშია დაცული.

 

 „საუკუნის თეატრი” პროფესიული მოდულის „კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები“ ფარგლებში დაიგეგმა. მას ესწრებოდნენ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლები, სტუდენტები, თსუ თეატრალური დასის „სხვენი“ მსახიობები, მოწვეული სტუმრები.

 

სტუდენტური შემოქმედებითი წრეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი დაარსებიდან მალევე ჩამოყალიბდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა სტუდენტურ დასს. უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი „კულტურული ღონისძიება“ 1918 წლის მაისში მე-20 საუკუნეში გამოჩენილი მსახიობის ვიქტორ გამყრელიძის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე იყო. 1919 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ქართული მუსიკის კათედრა, ლექტორად კი იმ დროს უკვე ძალიან ცნობილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის ავტორი კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი მიიწვიეს. ამ დროსვე დაარსდა პირველი თეატრალური დასი, რომლის რეჟისორად უნივერსიტეტმა ალექსანდრე წუწუნავა მიიწვია.

თარიღი: 10/02/2026